როგორ გამოიყურება Xiaomi-ის ახალი სმარტფონი, რომელიც iPhone 11- ზე ოთხჯერ ძვირია

2019.09.25 11:43:06
როგორ გამოიყურება Xiaomi-ის ახალი სმარტფონი, რომელიც iPhone 11- ზე ოთხჯერ ძვირია

ჩინურმა კომპანიამ Xiaomi წარადგინა კონცეპტუალური სმარტფონი Mi Mix Alpha. სმარტფონის განსაკუთრებულობა ეკრანია, რომელიც თითქმის მთლიანად მოიცავს კორპუსს. ეკრანის მოცულობა მთელი მოწყობილობის მოცულობის 180%-ია.

 

 

 

სმარტფონის უკანა ნაწილზე გამოჩნდება ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიც არის ამინდის პროგნოზი ან ნავიგატორი.

 

ეკრანის გვერდითა პანელზე გაკეთებულია ბატარეის დასამუხტი ადგილი, ქსელის სიგნალი და ხმის ამწევ-დამწევი სენსორები.

 

უკანა მხარს განთავსებულია 108-მეგაპიქსელიანი Samsung-ის კამერა, რომელიც Xiaomi-სთან ერთად შეიქმნა. ტელეფონს ასევე აქვს 20-მეგაპიქსელიანი ფართო კუთხოვანი ობიექტივი და 12-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი. სმარტფონს წინა, ფრონტალური კამერა არ აქვს.

 

 

 

 

ის მხარდაჭერილია 5G ინტერნეტით, მოთავსებულია 12-გიგაბაიტის ოპერაციული მეხსიერება და 512-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, ბატარეა კი 4050 მილიამპერი საათისაა.

 

 

 

2019 წელს Mi Mix Alpha-ს შეზღუდული რაოდენობით გამოვა, რომლის ფასიც 2800 დოლარი იქნება. შედარებისთვის, აშშ-ში 64-გიგაბაიტიანი iPhone 11 ოთხჯერ იაფი - 700 დოლარი ღირს.

 

 

 

წყარო: commersant