ღვინის კომპანია “ბალავარმა„ RigaFood 2019- ის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

2019.09.23 22:28:33
ღვინის კომპანია “ბალავარმა„ RigaFood 2019- ის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

სურსათის, სასმელების, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების, HORECA და მაღაზიების აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „RigaFood“ უკვე 20 წელზე მეტია რაც ტარდება. ამა წლის 5-7 სექტემბერს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 37 ქვეყნის 240-ზე მეტმა კომპანიამ, რომელთა შორის იყო ახალი ქართული ღვინის ბრენდი „ბალავარი“.

 

კომპანიას გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდა კლასიკური და ქვევრის ღვინოები. 

 

აღსანიშნავია, რომ გამოფენას სტუმრობდა უამრავი ადამიანი. როგორც პრფესიონალი მეღვინეები, ასევე მოყვარულები. ბალავარმა გამოფენის სტუმრებს ნამდვილად გააცნო ძველი ქართული ტრადიციით დაყენებული ღვინის გემო, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

ნიკოლოზ ბენიაიძე - “ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან გამოფენაზე სწორდ ჩვენი კომანია წარსდგა და საშუალება მისცა გამოფენის სტუმრებს დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის უნიკალური არომატი. ჩვენი კომპანია მუდამ ცდილობს, შეინარჩუნოს ღვინის დამზადების უძველესი მეთოდები, რომლითაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი საქართველომ. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადციას იმიტომ, რომ საქართველო ღვინის აკვნად წოდებული ქვეყანაა და პირველ რიგში უნდა ვეცადოთ მას ეს წოდება შევუნარჩუნოთ“.