ხვალ, Apple-ი ახალი iPhone 11-ის წარდგენის ღონისძიებას YouTube-ზე პირდაპირ ეთერში უჩვენებს

2019.09.09 13:21:42
ხვალ,  Apple-ი ახალი iPhone 11-ის წარდგენის ღონისძიებას YouTube-ზე პირდაპირ ეთერში უჩვენებს

კომპანია Apple-ი ახალ iPhone 11-ს ხვალ 10 საათზე წარადგენს. ისტორიაში პირველად, კომპანია წარდგენის ღონისძიებას  YouTube-ზე პირდაპირ ეთერში უჩვენებს. 

სავარაუდოდ, 10 სექტემბერს iphone-ის 3 ახალი მოდელის წარდგენა მოხდება.

 

 

გასულ წელს Apple-მა ახალი სმარტფონის წარდგენის ღონისძიების პირდაპირი ეთერი ასევე პირველად ჩართო Twitter-ზე. თავდაპირველად Apple-ის ღონისძიებების პირდაპირ ეთერში ყურება მხოლოდ Safari-სა და Edge-ის ბრაუზერებით იყო შესაძლებელი. გასულ წელს კომპანიის გადაწყვეტილებით, პირდაპირ ეთერებზე წვდომა Chrome-ისა და Firefox-ის მომხმარებლებმაც შეძლეს.