H&M-მა ამაზონის ხანძრების გამო ნატურალური ტყავის შესყიდვა დროებით შეაჩერა

2019.09.07 15:10:27
H&M-მა ამაზონის ხანძრების გამო ნატურალური ტყავის შესყიდვა დროებით შეაჩერა

ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრების გამო მოდის ერთ-ერთმა პოპულარულმა ბრენდმა H&M-მა ნატურალური ტყავის შესყიდვა დროებით შეაჩერა.

 

 

„ამაზონის ტყეების ბრაზილიის ნაწილში ტყის მასშტაბური ხანძრების გამო და აქედან გამომდინარე მესაქონლეობაში შექმნილი პრობლემების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევწყვიტოთ ბრაზილიიდან ტყავის ექსპორტი“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.