1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9683 ლარი გახდა

2019.09.03 18:04:58
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9683 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9683 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9683 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9614 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.