Bugatti Chiron-მა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

2019.09.02 19:00:05
Bugatti Chiron-მა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

Bugatti Chiron-მა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. კომპანიის განცხადებით, ავტომობილმა 490,484 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. საჭესთან ავტომრბოლელი ენდი უოლესი იჯდა.

Bugatti Chiron-ს 8-ლიტრიანი, 1500 ცხენის ძალის მქონე ძრავი აქვს, სერიული მოდელის მაქსიმალური დეკლარირებული სიჩქარე 420 კმ/სთ-ია.

 

კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიჩქარის ახალი რეკორდი „სერიულთან მიახლოებულმა ჰიპერკარმა“ დაამყარა. რა განსხვავებაა მასსა და სერიულ Bugatti Chiron-ს შორის, ჯერჯერობით არ სახელდება.

 

წინა რეკორდი Koenigsegg Agera RS-ს ეკუთვნოდა, რომელმაც 2018 წელს ნევადის შტატის ერთ-ერთ გზატკეცილზე 447 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

 

 

წყარო:იმედინიუსი