გარდაბნის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა აშენდა

2019.08.31 12:19:05
გარდაბნის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა აშენდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „ქართული ფრინველი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,100,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 750,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი ინვესტიციაა.

 

 

 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეფრინველეობის ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო. ფერმა დღეში საშუალოდ 15,000 საინკუბაციო კვერცხმდებლის კვერცხს  აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 12 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.