Pandora „ჰარი პოტერის“ თემატიკაზე აქსესუარებს გამოუშვებს

2019.08.17 12:27:02
Pandora „ჰარი პოტერის“ თემატიკაზე  აქსესუარებს გამოუშვებს

საიუველირო კომპანია Pandora და კინოსტუდია Warner Bros, „ჰარი პოტერის“ თემატიკით, ერთობლივ ნაკეთობებს გამოუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

 

 

კოლექციაში 12 აქსესუარი შევა – ყელსაბამები, სამაჯურები და საყურეები. იუველირები „ჰარი პოტერთან“ დაკავშირებულ სხვადასხვა საგნებსა და სიმბოლოებს შექმნიან. თითოეული ნამუშევარი ხელით იქნება შესრულებული.

 

 

 

სამკაულები, Pandora-ს მაღაზიებში, ეტაპობრივად, 2019 წლის ნოემბრიდან გაიყიდება.

 

 

წყარო: მარკეტერი