კომპანია შირაქმა და ნიკალამ ბიო ტურიზმის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგეს

2019.08.09 16:00:34
კომპანია შირაქმა და ნიკალამ ბიო ტურიზმის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგეს

ღვინის კომპანია ნიკალამ და შირაქის ბიო ფერმამ არხილოსკალოში ტურისტულ ჯგუფს უმასპინძლა. ტურისტები დაინტერესდნენ და დაათვალიერეს ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი, შირაქის მეცხოველეობის ბიო ფერმა.  შირაქის ბიო ფერმის მონახულების შემდეგ,  ტურისტებმა მოინახულეს ღვინის კომპანია ნიკალას მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი და საუკუნოვანი ქვევრების მარანი. მათში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ნიკალას საუკუნოვან ქვევრებში დადუღებულმა ბიო რქაწითელმა, რომელიც  შირაქის ბიო რძით წარმოებული ყველეულის მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად დააგემოვნეს. 

ღვინის კომპანია ნიკალასა და ნედლი რძის მწარმოებელი კომპანია შირაქის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ჯანსაღ მომავალზე ზრუნვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების გზით. სწორედ ამიტომ, მთავარი აქცეტი ბიო პროდუქციის წარმოებაზე კეთდება. 

 „ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ამ წამოწყებას, რადგან აუცილებელია მსოფლიო ჩვენს ქვეყანას იცნობდეს, როგორც ერთ-ერთ ბიო წარმოების განმავითარებელ ქვეყანას. ჩვენთვის დიდი პატივი იყო პოლონელი ტურისტების მასპინძლობა, რადგან სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია ჩვენთვის კარგად ნაცნობია და გვსურს მომავალში უფრო მეტი ტურისტი გავუშვათ აქედან უდიდესი შთაბეჭდილებებით აღსავსე. ჩვენ მათ კავკასიონის ულამაზესი ქედის ფონზე აბსოლიტურად ნატურალური და მრავალფეროვანი „შირაქის“ რძის პროდუქტები და „ნიკალას“ ღვინო გავასინჯეთ, რომელიც უნიკალურია იმით, რომ ის მზადდება  მრავალსაუკუნოვან ქვევრებში, ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მსოფლიოს განსხვავებული კუთხით დავანახოთ საქართველო, გავუზიაროთ და ვაჩვენოთ ჩვენი ღირებულებები და ღირსშესანიშნაობები. არხილოსკალო არის უნიკალური ადგილი, რომელსაც აუცილებლად განვავითარებთ და ვიმედოვნებთ, რომ მას სულ მალე მთელი მსოფლიო გაიცნობს. “- აღნიშნა კომპანია „შირაქის“ და „ნიკალას“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ტურისტები კმაყოფილი დარჩენ ვიზიტით, მათ არხილოსკალო შთაბეჭდილებებით სავსეებმა დატოვეს და სურვილი გამოთქვეს რომ მომავალშიც  დაბრუნდნენ, დაისვენონ და გაატარონ დრო ნიკალას მრავალფუნქციურ კომპლექსში. 

კომპანია ნიკალა და შირაქი მომავალშიც სიამოვნებით უმასპინძლებს სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებსა და დაინტერესებულ პირებს.