Hyundai Sonata Hybrid-ის მორიგი ინიციატივა! კომპანია მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს გამოუშვებს

2019.08.07 15:54:56
Hyundai Sonata Hybrid-ის მორიგი ინიციატივა! კომპანია მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს გამოუშვებს

თუ აქამდე მზის პანელები დამატებითი ენერგიის მისაღებად სახლის სახურავებზე  გამოიყენებოდა, ახლა უკვე Hyundai Sonata Hybrid-ი მას ავტომობილის სახურავზე განათავსებს, რაც მანქანის დატენვას უზრუნველყოფს. ინფორმაციას digitaltrends კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

Hyundai  ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ მხრივ ექსპერიმენტებს ატარებს და ცდილობს ავტომობილის ბატარეა მზის ენერგიითაც შეავსოს. 

 

Hyundai-ს წარმომადგენლების ცნობით, მზის სახურავის მქონე ავტომობილს ენერგიის შესავსებად 6 საათი დასჭირდება. ასევე, მას შეეძლება სიარულის დროს დაიტენოს, განსხვავებით ელექტროავტომობილებისგან. კომპანია აანონსებს, რომ ახალ „სედანს“ ორივე ფუნქცია ექნება - ელექტროავტომობილისა და მზის სისტემით ენერგიის მიმღების. თუმცა, Hyundai ჯერ არ აკონკრეტებს, ახალ მოდელს მომხმარებელს როდის შესთავაზებს.

 

 

წყარო: იმედინიუსი