ჯანსაღი კვება და „შირაქის“ ბიო-პროდუქტები

2019.08.01 18:59:56
ჯანსაღი კვება და „შირაქის“ ბიო-პროდუქტები

ყველასთვის ცნობილია, რომ ჯანმრთელობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები სწორ კვებაზე გადის. გარდა იმისა, რომ აუცილებელია სწორად კვება, ასევე საჭიროა, ისეთი პროდუქტებით გავამდიდროთ კვების რაციონი, რომელიც ჯანსაღია და  ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მიიღება, შხამ ქიმიკატების და პესტიციდების გამოყენების გარეშე.

დღესდღეობით არსებული ეკოლოგიური პრობლემების ფონზე ადამიანისთვის გამოსავალი ბიო პროდუქტებით კვებაა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბიო მეურნეობაში დიდი ყურადღება ექცევა ნიადაგზე ზრუნვას და ჯანსაღი პროდუქციის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ ბიო პროდუქტის წარმოება ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობიდან არის შესაძლებელი, სადაც კატეგორიულად იკრძალება სისტემური პრეპარატების, შხამ-ქიმიკატების და პესტიციდების გამოყენება.

 

ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია წლებია წარმატებით იყიდება, ფერმერები რომლებსაც მოჰყავთ და აწარმოებენ ბიო პროდუქციას წარმატების ახორციელებენ მის რეალიზაციას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტმა ამ ბაზარზე უკვე მყარად დაიკავა თავისი ნიშა. თუმცა ამ ეტაპზე ბიო მეურნეობების რაოდენობა მაინც მცირეა რადგან მისი წარმოება არა ბიოსთან შედარბით გაცილებით ძვირი ჯდება და მოსავლიანება 3-4 ჯერ ნაკლებია.

 საქართველოში ყველაზე დიდი ბიო მეურნეობის მფლობელი კომპანია არის „შირაქი“,რომელმაც სერტიფიკატი 2017 წელში მიიღო, თუმცა 2007 წლიდან ანებივრებს თავის ერთგულ მომხმარებელს ნედლ რძეზე დამზადებული რძის ნაწარმით. მის პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხვნა ერთი მხრივ განაპირბა იმან, რომ ამიერკავკასიაში ერთადერთი ბიო რძის მწარმოებელი კომპანიაა და მეორეს მხრივ იმან, რომ საკმაოდ ბევრჯერ დაამტკიცა კომპანიამ, რომ საზოგადოების ნდობას ნამდვილად იმსახურებს. მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება მათთვის პრიორიტეტია, რასაც წლების განმავლობაში სტაბილურად იცავენ.  აღსანიშნავია, რომ პროდუქტების სარგებლიანობის ხარსხი არაერთხელ დაუდასტურებია ექსპერტებს და აგრეთვე, არაერთი ჯილდოც აუღია კომანიას ჯანსაღი კვების პროდუქტების შექმნისთვის.

ეს არის კომპანია, რომელი ზრუნავს საზოგადოების ჯანსაღ მომავალზე და რაც მთავარია, მათ შეძლებისდაგვარად  გარკვეული ცნობადობა შემოიტანეს ჩვენს ქვეყანაში ბიო წარმოების შესახე.

 ინფორმირებამ თავის მხრივ, გავლენა იქონია ბიო პროდუქტების მოხმარების სიხშირეზეც. დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ჯანსაღ კვებას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მიუხედავად  ბაზარზე არსებული ფასების სხვაობისა.

კომპანია "შირაქის" მუშობა და პროდუქციის წარმოება სრულიად გამჭირვალეა. იქ მომუშავე თითოეული ადამიანი დაუღალავად შრომობს, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქცია.

 

 

 

ავტორი- ქეთა მელიქიშვილი