საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა

2019.07.20 12:52:18
საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა.

 

რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი.

 

საქართველოში ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც. 

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასებიც გაიზარდა.

 

 

წყარო:იმედინიუსი