სლოვენიაში ახალგაზრდულ გაცვლით პროგამაზე გაგზავნილმა გუნდმა ქართული კულტურის გაცნობის მიზნით შირაქისა და ნიკალას წარმოებული პროდუქცია წაიღო

2019.07.19 20:34:44
სლოვენიაში ახალგაზრდულ გაცვლით პროგამაზე გაგზავნილმა გუნდმა ქართული კულტურის გაცნობის მიზნით შირაქისა და ნიკალას წარმოებული პროდუქცია წაიღო

10-21 ივნისს საქართველოდან სლოვენიაში ახალგაზრდულ გაცვლით პროგამაზე ა(ა)იპ, ,,ახალგაზრდები საერთაშორისო ხედვისთვის“, გაგზავნილმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ERASMUS+ პროგრამაში თემაზე ,,WE NEED TO TALK”. პროექტში მონაწილეობას იღებდა 6 ქვეყანა.

პროგრამის ფარგლებში, ქართველმა მონაწილეებმა გააკეთეს პრეზენტაცია საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ. მათ, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი სანიმუშო პროდუქტი იყო კომპანია "შირაქის" ბიო რძისგან დამზადებული ყველი სულგუნი, იმერული ყველი, შებოლილი ყველი, შებოლილი ყველის წნულები და კიდევ სხვადასხვა სახეობის პროდუქცია. სლოვანიში საკმაოდ დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა შირაქის ნობათმა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მიერ ასევე, წარდგენილი იყო კომპანია "ნიკალას" მიერ, საუკუნვან ქვევრებში დავარგებული უნიკალური საფერავი. 

 

 

 

 გაცვლით პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების ჯგუფმა შირაქისა და ნიკალას წარმოებული პროდუქტებით ნათელი წარმოდგენა შეუქმნეს უცხოელებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციების დაცვა და ჯანსაღი პროდუქციის წარმოება, რომელიც ასევე ჯანსაღი მომავლის საწინდარია.