რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

2019.07.15 16:12:26
რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 143.6 მილიონი დოლარი შედგინა, რაც 8.5 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულად გზავნილების 93.4% იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში მილიონ დოლარს გადააჭარბა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ივნისში საქართველოში 56.78 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

 

ფულადი გზავნილების კუთხით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ივნისში რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა 34.78 მილიონი დოლარი შეადგინა, სულ მისი წილი ფულად გზავნილებში 24.22%-ია, თუმცა წლიურ ჭრილში გადმორიცხვები 11.26%-ით შემცირდა.

 

 

წყარო: იმედინიუსი