ლარის კურსი

2019.07.10 17:28:21
ლარის კურსი

10 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8542 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9096 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 5.54 თეთრი შეადგინა.

 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2027 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2599 ლარს შეადგენდა.

 

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.72 თეთრი შეადგინა.

 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4965 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5595 ლარი ეღირება.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ივლისიდან შევა ძალაში.