Canon-ის ახალ კამერას YouTube-ზე პირდაპირ ეთერში გასვლა შეუძლია

2019.07.10 13:36:32
Canon-ის ახალ კამერას YouTube-ზე პირდაპირ ეთერში გასვლა შეუძლია

Canon-მა ახალი კამერა G7 X III გამოუშვა, რომელსაც წინამორბედის მსგავსი 24-100mm, f/1.8-2.8-ის ექვივალენტი ლინზა აქვს, აღჭურვილია 20 მეგაპიქსელიანი კამერითა და ერთინჩიანი სენსორული ეკრანით, თუმცა, ის კონკრეტულ სეგმენტზე – იუთუბერებზეა მორგებული, რადგან აქვს YouTube-ის სტრიმინგის ფუნქცია.

 

აღსანიშნავია, რომ კამერას 4k ვიდეოს გადაღება შეუძლია, Wi-Fi-ს გამოყენებით კი ვიდეოკონტენტის პირდაპირი ეთერის რეჟიმში ტრანსლირება, Youtube-ზე. გარდა ამისა, მას აქვს მობილურ ფორმატზე მორგებული პორტრეტის ტიპის ვიდეოების გადაღების ფუნქციაც, რაც ასევე გვიჩვენებს Canon-ის ხედვას – ახალი პროდუქცია მოარგოს სოციალური მედიის თანამედროვე მოთხოვნებს.

 

 

 

იმ შემთხვევაში, თუ პრემიუმ ხარისხის, კომპაქტური კამერის გამოყენება უფრო ფოტოგრაფიული მიზნებისთვის გინდათ, ვიდრე ვიდეოგრაფს მოუნდებოდა, ამისთვის G5 X Mark II უფრო გამოგადგებათ. G5 X Mark II-იც Canon-ის ახალი მოდელია, რომელიც ბაზარზე შემდეგი თვიდან, G7 X III-თან ერთად გამოჩნდება. იუთუბერებისთვის და სოციალურ მედიას მორგებული ვიდეოების გადაღების მსურველთათვის G7 X III-ის ფასი 749 დოლარიდან დაიწყება.

 

 

წყარო: მარკეტერი