საკომისიო გაუქმდა - რამდენ მილიონს კრეფდა 112 მოქალაქეებისთვის 20 თეთრის ჩამოჭრით

2019.07.06 13:44:59
საკომისიო გაუქმდა - რამდენ მილიონს კრეფდა 112 მოქალაქეებისთვის 20 თეთრის ჩამოჭრით

თუ თქვენ თვის განმავლობაში მობილურ ტელეფონზე 5 ლარზე უფრო მეტი ღირებულების თანხას ხარჯავდით, სახელმწიფო მიმდინარე ბალანსიდან 112-ის საკომისიოს სახით 20 თეთრს გაჭრიდათ. იურიდიული პირებისთვის კი ეს გადასახადი 50 თეთრი იყო - დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოსაკრებელი არაკონსტიტუციურად ცნო, მის 2020 წლიდან გაუქმდება. 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 112 ამ საკომისიოს მეშვეობით წლიურად 8 მილიონს აგროვებდა. 2017 წელს საკომისიოს ღირებულების ჯამი 7,997,198 ლარი იყო. 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობის დადგენილება, რომელიც მოქალაქეებს მობილური ტელეფონის ბალანსიდან თვეში 20 თეთრს აჭრიდა, არაკონსტიტუციური იყო:

 

 

სასამართლოს გადაწყვეტილება: 

 

"მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს „112“-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ მიუთითებდა, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ „112“-ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული იყო. 

 

 

 

წყარო: ალია