გერმანიაში მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელი (5G) დაინერგა

2019.07.05 16:02:16
გერმანიაში მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელი (5G) დაინერგა

გერმანია მაღალსიჩქარიან მობილურ კავშირს ნერგავს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელი (5G) სატესტო რეჟიმში მუშაობის შემდეგ ბერლინისა და ბონის მცხოვრებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. მოგვიანებით ის ჰამბურგში, დარმშტადში, ლაიფციგსა და მიუნხენში ჩაირთვება.

 

2019 წლის ბოლომდე 100-ზე მეტ ადგილზე 5G-ის ტექნოლოგიების მხარდამჭერი დაახლოებით 300 ანტენა დამონტაჟდება. 2020 წლის ბოლომდე მაღალსიჩქარიანი მობილური კავშირი გერმანიის 20 უმსხვილეს ქალაქში დაინერგება.

 

ივნისში გერმანიაში მოქმედმა მობილური კავშირის ოპერატორებმა ახალი მობილური სტანდარტის სიხშირეებში 6,5 მილიარდი ევრო გადაიხადეს. აუქციონში Deutsche Telekom-ი, Vodafone-ი, Telefonica და United Internet-ი მონაწილეობდნენ.

 

ამასთან ერთად, Deutsche Telekom-ის დირექტორთა საბჭოს წევრის დირკ ვიოსნერის განცხადებით, 5G-ის ქსელში ჩინური კონცერნის Huawei-ის მოწყობილობების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიღებულა.

 

5G მობილური ტექნოლოგიის შესახებ ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

 

წყარო: იმედინიუსი