ყვარელში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

2019.07.04 11:37:00
ყვარელში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

 ყვარლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.

 

ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოში წლიურად 4,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. ამჟამად წარმოებული პროდუქცია სრულიად საექსპორტო ბაზრებისთვისაა განკუთვნილი. საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი.

 

 

წყარო: იმედინიუსი