ლარი რეკორდულად გაუფასურდა

2019.05.28 13:29:24
ლარი რეკორდულად გაუფასურდა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7890 შეადგინა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

 

წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.6727-ს შეადგენდა. 19 თებერვლამდე კურსი 2.6404-მდე გამყარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში სებმა სავალუტო ბაზარზე 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში ბრუნვიდან $135 მლნ ამოიღო.

 

 

ლარის ოფიციალური კურსი ყველაზე მაღალი 2016 წლის 22 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც $1-ის ღირებულებამ 2.7846 შეადგინა. ამის შემდეგ იმავე წლის 23 დეკემბრის გარდა, კურსი 2.77-ს აღარ გადასცდენია.

 

 

იმ შემთხვევაში თუ Bloomberg-ის კურსი დღის ბოლომდე შენარჩუნდა, გაუფასურების რეკორდი უკვე ოფიციალურად მოიხსნება.

 

 

წყარო: m2b