ლარი რეკორდული რაოდენობით გაუფასურდა

2019.05.21 13:46:16
ლარი რეკორდული რაოდენობით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - ლარმა დოლართან მიმართებაში ვარდნის ანტირეკორდი მოხსნა. დოლართან მიმართებაში ლარი 2.80 შეადგენს.

სავალუტო ბაზარზე პანიკაა, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეფასებისგან თავს იკავებს, მიზეზად კი მოკლევადიან რყევებს ასახელებს, რომელზეც გვენეტაძის განცხადებით, ცენტრალური ბანკები განმარტებებს არ აკეთებენ. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით ინფლაციის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

„გაცვლით კურსთან დაკავშირებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოკლე ვადიან პერიოდში არსებულ რყევებზე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას, რადგანაც ეს შეუძლებელია. რადგან ლარზე და გაცვლით კურსზე ზოგადად კომპლექსურად მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი. აქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ თუ რა ხდება ინფლაციასთან დაკავშირებით. ინფლაცია საქართველოში არის მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს. ქალბატონმა ლაგარდმა აღნიშნა კიდეც, რომ ინფლაცია ქვეყანაში არის დაბალი,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.