კომპანია ნიკალა არხილოსკალოს ნეფროლოგიურ კურორტს აღადგენს

2019.05.20 13:10:33
კომპანია ნიკალა არხილოსკალოს ნეფროლოგიურ კურორტს აღადგენს

brandnews- ი ერთგულ მკითხველს სასიამოვნო და ინოვაციური სიახლეებით  მუდამ ანებივრებს! ამჯერად დეტალურად მოგითხრობთ კომპანიაზე, რომელიც საქართველოს კიდევ ერთ, კარგად დავიწყებულ კურორტს აღადგენს და 2020 წლიდან უმასპინძლებს სტუმრებს.

 

კომპანია „ნიკალა“ არხილოსკალოს ნეფროლოგიური კურორტის აღდგენას გეგმავს

დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ არხილოსკალოში მდებარე საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე  ნეფროლოგიური კურორტი  2020 წელს კომპანია ნიკალას ძალისხმევით აღდგება. 

ათწლეულების მანძილზე კურორტ არხილოსკალოში წარმატებულად მკურნალობდნენ თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს და ეს ადგილი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო ბავშვთა ნეფროლოგიის მიმართულებით.  შირაქის გაშლილ ვაკეზე მდებარე არხილოსკალოსთვის დამახასიათებელია მზიანი დღეები და სტეპის სუსტი მშრალი ქარები, რაც დაბალ ტენიანობასთან ერთად ორგანიზმიდან წყლის ინტენსიურ აორთქლებას უწყობს ხელს. სწორედ ეს განაპირობებს დაბალი მთის კლიმატური კურორტის პროფილს და განსაკუთრებით მარგებელია თირკმელებისა და შარდ-სასქესო სისტემის სიჯანსაღისთვის.  

სულ რაღაც 1 წელიწადში, კომპანია ნიკალა გეგმავს აღადგინოს კურორტი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ადგილზევე  მოეწყობა სამედიცინო-სადიაგნოსტიკო კაბინეტი, სადაც გამოცდილი ექიმი ნეფროლოგები შეისწავლიან ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობას, განუსაზღვრავენ დღის რეჟიმსა და დანიშნავენ შესაბამის მკურნალობას მზის აბაზანებისა, კვებისა და სამკურნალო არტეზიული წყლების გამოყენებით. 

ადგილზევე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი ბიო რძე და რძის პროდუქტები, ხორცი, ხილი და ბოსტნეული, თაფლი და პური - ეს ის პროდუქტებია, რომლითაც შატო „ნიკალა“ თავის ვიზიტორებს გაუმასპინძლდება. 

შატო „ნიკალა“ მრავალფუნქციური კომპლექსია, რომლის კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილია დედოფლისწყაროს რაიონის ბუნებრივი, ისტორიული და ეთნოგრაფიული სიმდიდრის თავმოყრა, შენარჩუნება და წარდგენა.  კომპლექსი თბილისიდან 180 კილომეტრის მოშორებით, სოფელ არხილოსკალოში მდებარეობს. აქედან ხელის გულივით მოჩანს ალაზნის ველი, ისტორიული ჰერეთი და კავკასიონის ქედის დასასრული - დარუბანდი. 

კომპლექსი მოიცავს უნიკალურ მარანს, სადაც ღვინო ისტორიულ ჰერეთში შექმნილ მრავალსაუკუნოვან ქვევრებში მზადდება. სასტუმროს  ირგვლივ კი გაშენებულია ტერასული ვენახები.

სასტუმროს ტერასა და რესტორანი, განუმეორებელი პანორამული ხედებით, იდეალურია  სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს ასევე საკონფერენციო დარბაზსაც, საქმიანი შეხვედრებისთვის. 

შატო სტუმრებს და დამსვენებლებს მრავალ აქტივობას შესთავაზებს. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ რთველში. თავისი ხელით დაკრიფონ ყურძენი, გამოხადონ ჭაჭა, ამოავლონ ჩურჩხელები და გამოაცხონ თონის პური.  

კომპანია ნიკალას მთავარი სიმდიდრე ძველი ჰერელი ოსტატების ნახელავი ქვევრებია, სადაც დადუღებულ ღვინოზე ის სპეციალისტები ზრუნავენ, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან ოქროს თანაფარდობა ტრადიციებისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებისას. 

 

მარანი სტუმრებს მრავალ დეგუსტაციას, ღვინის მასტერ-კლასებს, ქვევრის მოხდაზე დასწრებას და სხვა საინტერესო ღონისძიებებს შესთავაზებს. 

ვაშლოვანის ულამაზესი ნაკრძალი, ჯუმას ყურე, არწივის ხეობა,  ტახტი-თეფას ვულკანი, შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი, დიდნაურის ნაქალაქარი და ა.შ. ეს ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების ის მცირე ჩამონათვალია, სადაც დაიგეგმება ტურისტული მარშუტები შატოს სტუმრებისათვის. სასტუმროს ირგვლივ კი მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სადაც შესაძლებელი იქნება ცხენებითა და კვადროციკლებით გასეირნება. 

ეთნოგრაფიული სიმდიდრის გასაცნობად, სასტუმროს სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ხალხური რეწვის მასტერ-კლასებს და თავიანთი ხელით დაამზადონ სხვადასხვა სახის სუვენირები. 

მალე, შექმენი შენი ისტორია შატო ნიკალასთან ერთად!

 

 

 

ავტორი- ქეთა მელიქიშვილი