Toyota და Panasonic ჭკვიანი სახლების აშენებას გეგმავენ

2019.05.13 11:52:09
Toyota და Panasonic ჭკვიანი სახლების აშენებას გეგმავენ

ავტომწარმოებელი სხვა კომპანიების მსგავსად, Toyota-ც ცდილობს, ახალი ბაზრები აითვისოს. ამჯერად, „ჭკვიანი“ სახლის შექმნასა და მშენებლობას გეგმავს, რომელიც მანქანასთან და სხვა მოწყობილობებთან იქნება დაკავშირებული, მეპატრონე კი ინტერნეტით შეძლებს მართვას.

 

 

CNN-ის ინფორმაციით, ბრენდი პროექტს ტექნიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია Panasonic-თან ერთად განახორციელებს და საკმაოდ მასშტაბური იქნება. დეტალები „ჭკვიანი“ სახლების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.