ახალი ვალდებულება თამბაქოს ბიზნესისთვის

2019.04.12 13:53:52
ახალი ვალდებულება  თამბაქოს ბიზნესისთვის

თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რომ 1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება.

 

ბახტურიძის თქმით, პროდუქტის რეალიზაცია კანონდარღვევით ხდება, რადგან აქციზი არ აქვთ გადახდილი და შეფუთვა-მარკირების წესებიც დარღვეულია, რაზეც 2 ათასი ლარიდან არის საჯარიმო სანქცია.   

 

მეორე საკითხია შეფუთვა/მარკირება, როდესაც მომხმარებელს ტომრიდან ცელოფნის პარკში უყრიან 100-200 გრამს, ეს არის კანონდარღვევა, რადგან ის უნდა იყოს კანონის შესაბამისად შეფუთული, მარკირებული, პიქტოგრამა უნდა იყოს მასზე გამოსახული, უნდა ჰქონდეს გაფრთხილება სამედიცინო ქართულ ენაზე და ასევე უნდა იყოს აქციზი  დაკრული. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მეწარმეს რეალიზაციის უფლება.

 

„1-ლი მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუ თუთუნი, ელექტრო სიგარეტი, ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტი, სარეალიზაციოდ გაგაქვს, 3 თვით ადრე ვიდრე სარეალიზაციოდ სავაჭრო ქსელში გაიტან, ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინო ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული,“-განაცხადა ბახტურიძემ.