ქართული ღვინის პრეზენტაცია დუბლინში

2019.04.11 15:34:17
ქართული ღვინის  პრეზენტაცია დუბლინში

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება შედგებოდა  რამოდენიმე  ნაწილისგან : მასტერკლასი და პრეზენტაცია, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ , ხოლო საღამოს გაიმართა მიღება, რომელსაც ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით , ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ,უწყვეტი ისტორიის შესახებ  ინფორმაცია გააცნო.

პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. მიღების მსვლელობისას ნაჩვენები იყო სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“. პარალელურად, გავრცელდა საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა და სუვენირები.

 

ღვინის პროფესიონალების აზრით, გაიზრდება ინტერესი ქართული ღვინისადმი, იმ ფონზე, როდესაც საქართველო-ირლანდიას შორის გაღრმავდა ბიზნეს კონტაქტები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.