Bugatti-მა დაფუძნების 110-ე წლისთავის აღსანიშნავად ყველაზე ძვირადღირებული მანქანა გამოუშვა

2019.03.06 13:21:49

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Bugatti-მ კომპანიის დაფუძნების 110-ე წლისთავი განსაკუთრებულად აღნიშნა. ამის შესახებ Fortune-ი წერს.

 

ლაპარაკია იმაზე, რომ Bugatti-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გამოუშვა. მანქანა €11 მილიონად გაიყიდა. მას პირველი მყიდველი VW-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ფერდინანდ პიჩის სახით გამოუჩნდა.

 

ახალი ავტომობილი 16-ცილინდრიანი ძრავისგან შედგება და 1500 ცხენის ძალა აქვს.

 

 

 

წყარო:imedinews