რამდენი პროცენტით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი

2019.03.06 11:57:50
რამდენი პროცენტით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა. საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ (0,75ლ.) ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია როგორც აზიის, ისე ევროპისა და ამერიკის ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ პოლონეთის ბაზარია.

მსოფლოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,2 მლნ (0,5ლ.) ბრენდი. 2019 წელს 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

ასევე, ექსპორტირებულია 85,4 ათასი ბოთლი (0,5ლ.) ჭაჭა, რაც 2018 წელთან შედარებით 188% ზრდას შეადგენს.

მთლიანობაში, 2018 წელთან შედარებით, იანვარ - თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით ექსპორტის ზრმად 13 %-ს მიაღწია.