"ვისოლი" საწვავზე ფასების დაკლებას იწყებს

2018.12.05 14:27:41
"ვისოლი" საწვავზე ფასების დაკლებას იწყებს

“ვისოლის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ გადაცემაში “საქმის კურსი” აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება საწვავზე ფასების კლება.

 

“სასიკეთო ტრენდი, რომელიც ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირდა, უახლოეს პერიოდში  ქართულ რეალობაზეც აისახება. ჩვენი კომპანია უახლოეს დღეებში აპირებს პროდუქტებზე ფასების დაკლებას. ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებლად მოხდება. ამ პროცესს მივესალმები და ეს აუცილებლად გასაკეთებელია”, – აცხადებს ხორავა.