Chanel-ი ეგზოტიკური ცხოველების ტყავზე უარს ამბობს

2018.12.05 13:23:55
 Chanel-ი ეგზოტიკური ცხოველების ტყავზე უარს ამბობს

ფრანგული მოდის სახლი Chanel-ი ეგზოტიკური ცხოველების ტყავზე უარს იტყვის. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. 

 

კერძოდ, კომპანია თავისი პროდუქციის შესაქმნელად ნიანგის, ხვლიკის, გველისა და სკაროსების ტყავს აღარ გამოიყენებს. აკრძალვა ეხება აგრეთვე ნატურალურ ბეწვს. 

 

როგორც Chanel-ში განმარტავენ, გართულდა ისეთი მასალის მოპოვება, რომელიც კომპანიის ხარისხსა და ეთიკას შეესაბამება. ამიტომაც მოდის სახლი ტექსტილსა და ხელოვნურ ბეწვს გამოიყენებს.