ლარმა მკვეთრად გაუფასურება დაიწყო

2018.11.30 11:36:04
ლარმა მკვეთრად გაუფასურება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6896 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6611 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0285-ით გაუფასურდა.

 

 

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0543 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0102 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0441-ით გაუფასურდა.

 

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4346ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3937 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0409-ით გაუფასურდა.

 

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5217 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5073 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი 0.0144-ით გაუფასურდა.