Microsoft-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Apple-ს გაუსწრო
2018.11.27 13:24:43
კომპანია Microsoft-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Apple-ს გაუსწრო. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
Microsoft-ის აქციები 26 ნოემბერს გამართული ვაჭრობისას 2,1%-ით გაიზარდა და კომპანიის საერთო ღირებულებამ 812,93 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Apple-ს აქციები კი თავის მხრივ 0,7%-ით დაეცა, რის გამოც მისი კაპიტალიზაცია 810,60 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კომპანია Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.