გაყიდვების რეკორდი! Alibaba-მ 85 წამში $1 მილიარდი გამოიმუშავა

2018.11.13 13:28:40
გაყიდვების რეკორდი!  Alibaba-მ 85 წამში $1 მილიარდი გამოიმუშავა

ჩინურმა ინტერნეტმაღაზია Alibaba-მ კვირას, კომპანიისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო დღეს, რომელსაც „უცოლოების დღედ“ მოიხსენიებენ, გაყიდვების მორიგი რეკორდი დაამყარა.

 

დღის ვაჭრობის პირველი 85 წამის განმავლობაში კომპანიამ $1 მლრდ გამოიმუშავა, ხოლო ამ ზეიმის პირველი სავაჭრო საათის მიწურულს Alibaba-ს შემოსავალმა თითქმის $10 მლრდ შეადგინა.

 

 

აქციის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე Alibaba–მ 2017 წლის რეკორდი მოხსნა, რომელიც $25,3 მლრდ-ს შეადგენდა.

 

 

მთლიანობაში, „უცოლოების დღეს“ მომხმარებლებმა $30,8 მლრდ დახარჯეს, რაც 27%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური დღის მაჩვენებელს.

 

 

კომპანია, მის მიერვე დაწესებული „უცოლოების დღეს“ ფასდაკლებებს 2009 წლიდან აწესებს.