უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp საქართველოში ოპერირებას იწყებს

2018.11.13 13:12:46
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია  SkyUp საქართველოში ოპერირებას იწყებს

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SkyUp“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს. კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია 23 დეკემბრიდან განახორციელებს.

 

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2019 წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

 

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „SkyUp“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.

 

 

10 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით 4.354 მლნ-მდე გაიზარდა. ზრდის ტემპმა თბილისის აეროპორტსი 18, ბათუმის აეროპორტში 19, ხოლო ქუთაისის აეროპორტში 39 პროცენტი შეადგინა.