Facebook-ის Messenger-ი ახალ ფუნქციას ამატებს

2018.11.08 13:27:54
Facebook-ის Messenger-ი ახალ ფუნქციას ამატებს

Facebook-ის Messenger-ის აპლიკაცია მალე მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, შეცდომით გაგზავნილი ტექსტური შეტყობინება 10 წუთის განმავლობაში წაშალონ. 

 

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტული თარიღი, თუ როდის ამოქმედდება ახალი ფუნქცია, არ სახელდება.

 

საინტერესოა ის დეტალიც, რომ თუ მიმღებს თქვენი შეცდომით გაგზავნილი წერილი ან გზავნილი არ უნახავს, თქვენ შეძლებთ მის წაშლას ისე, რომ ადრესატი ვერ გაიგებს.

 

iOS-ის ახალ ვერსიაში - 191.0 აღნიშნულია, რომ ახალი ფუნქცია მალე გამოჩნდება. რაც შეეხება ანდროიდს, ამ საკითხზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.