როდის გაიხსნება Starbucks-ის პირველი მაღაზია საქართველოში

2018.10.11 21:50:46
როდის გაიხსნება Starbucks-ის პირველი მაღაზია საქართველოში

"თბილისი მოლი" Starbucks-ის ბრენდთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. როგორც სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის დეპარტამენტში Allnews.ge-ს განუცხადეს, ამ დროისთვის დამატებით დეტალებზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ამერიკულ ყავის კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა. 

 

რამდენიმე თვის წინ კი "თბილისი მოლში" Starbucks-ის საქართველოში შემოსვლის სავარაუდო თარიღად ნოემბერს ასახელებდნენ. 

 

როგორც ცნობილია, ბრენდის ოპერირებას საქართველოში თურქული კომპანია Shaya Turkey მოახდენს, რომელიც Starbucks-ის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს.

 

საქართველოში Starbucks-ის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 

Starbucks 1971 წელს დაარსდა. მმართველი კომპანიის — Starbucks Corporation-ის სათავო ოფისი - აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს. კომპანიას მთელ მსოფლიოში 27 000-ზე მეტი ობიექტი აქვს გახსნილი.