მსოფლიოში პირველი მფრინავი ავტომობილი გაყიდვაში მომავალი წლიდან გამოვა

2018.10.08 12:50:51
მსოფლიოში პირველი მფრინავი ავტომობილი გაყიდვაში მომავალი წლიდან გამოვა

ჩინურ ავტოკონცერნტში Ceely შემავალი ამერიკული კომპანია Terrafugia მსოფლიოში პირველ მფრინავ ავტომობილზე TF-1 შეკვეთებს  ოქტომბრიდან მიიღებს.

 

დამკვეთები პირველ პფრინავ ავტომობილებს მომავალ წელს მიიღებენ, აცხადებს Terrafugia–ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კრის ჯარანი.

 

 

TF-1 ჰიბრიდული ბენზოელექტრული ძრავით იქნება აღჭურვილი. პროექტის თანახმად, ავტომობილში ორი ადგილი იქნება და მის გამოსაყენებლად ასაფრენი ბილიკი იქნება საჭირო.

 

 

TF-1–ის პირველ პარტიას ამერიკელი დამკვეთები მიიღებენ. ავტომობილების სხვა ქვეყნებისათვის მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე უცნობია მფრინავი მანქანის ფასი.