ამერიკელმა მკვლევარებმა წყლისგან საწვავის მიღების მეთოდს მიაგნეს

2018.10.05 14:11:02
ამერიკელმა მკვლევარებმა წყლისგან საწვავის მიღების მეთოდს მიაგნეს

მეცნიერებმა წყლის ეკოლოგიურად სუფთა საწვავად გადაქცევის ეფექტური მეთოდი აღმოაჩინეს. თეორიაში, ყველაფერი ძალიან მარტივია: თუ წყლის მოლეკულაში წყალბადსა და ჟანგბადს შორის კავშირებს გავწყვეტთ, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის პრაქტიკულად ულევ წყაროზე წვდომას მივიღებთ. პრაქტიკაში კი ასეთი პროცესი არამომგებიანია როგორც ეკონომიკური, ასევე მარგი ქმედებების კოეფიციენტის კუთხით. 

 

თუმცა, ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ახლახანს წყლისგან საწვავის მიღების ახალი ეფექტური მეთოდი წარმოადგინა.

 

მოლეკულების დაყოფის ზემოაღნიშნული მექანიზმის საფუძველში ელექტროლიზად წოდებული პროცესი დევს, ხოლო ამისთვის გამოყენებად ნივთიერებებს ელექტროლიზერები ეწოდება. მათი დამზადებისთვის ირიდიუმისა და რუთენიუმის ოქსიდები გამოიყენება. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ირიდიუმი ძალიან სტაბილური, მაგრამ ძალიან ძვირია, რუთენიუმი კი ეფექტურობის მხრივ ირიდიუმს ბევრად ჩამორჩება.

 

ილინოისის უნივერისტეტის მკვლევარების ჯგუფმა სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა. მათ გადაწყვიტეს, გამოიყენონ არა 1, არამედ 2 ოქსიდი და ირიდიუმი იტრიუმით ჩაანაცვლონ. სხვადასხვა ტიპის მჟავებზე ჩატარებული ცდების დროს გაირკვა, რომ რეაქციის დროს იტრიუმისა და რუთენიუმის შენადნობი ახალ კრისტალურ სტრუქტურას იძენს, რაც წყლის მოლეკულების დაყოფას ძალიან აჩქარებს. 

 

"ჩვენი აღმოჩენა შესაძლოა, გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკოლოგიურად სუფთა საწვავის მოპოვების ტექნოლოგიის შექმნის გზაზე", - აცხადებს ჯგუფის წამყვანი ავტორი ჰონგ იანგი.