აშშ-ი საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქართული ბრენდის დღის დელეგაციას უმასპინძლა

2018.10.04 14:21:05
აშშ-ი საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქართული ბრენდის დღის დელეგაციას უმასპინძლა

29 სექტემბერს,    ქართული კულტურის ცენტრში  „ქართული ბრენდის დღე  ნიუ- იორკი 2018“ ჩატარდა.

 

საქართველოდან პროექტში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქართული ბრენდის  წარმომადგენლები იყვნენ.

 

 „ქართული ბრენდის დღე“  საქართველოში  პრესტიჟული პროექტია და ის ნათლად ასახავს ქვეყნაში  მიმდინარე ეკონომიკურ  და კულტურულ ცხოვრებას  მისი განვითარების ყველა ეტაპზე.

 

 

"ქართული ბრენდის დღის" ეგიდით ,ნიუ-იორკში საქართველოს  გენერალურ  საკონსულოში ოფიციალური მიღება გაიმართა.გენერალურმა კონსულმა, ქალბატონმა დიანა ჟღენტი სტუმრებს ამერიკაში არსებულ უძველეს ქართულ ბრენდებზე ესაუბრა.