კანაფის შემცველი ლუდის წარმოება დაიწყო

2018.10.04 12:21:56
კანაფის შემცველი ლუდის წარმოება დაიწყო

ლუდის მწარმოებელმა სამხრეთ აფრიკულმა ბრენდმა Durban Poison, კანაფის შემცველობის ლუდი გამოუშვა. როგორც კომპანიის დირექტორი ანდრე შუბერტი ამბობს, კანაფის შემცველობის ახალი ლუდი უმაღლესი კლასის ალკოჰოლური სასმელია.

 

კანაფის ლუდი არ შეიცავს ინგრედიენტს, რომელიც იწვევს ნარკოტიკულ თრობას, თუმცა მასში გამოყენებულია კანაფის ზეთი, რომელიც ლუდს გამორჩეულ არომატს სძენს.

 

Durban Poison ამჟამად მხოლოდ იოჰანესბურგსა და დურბანის რეგიონში იყიდება, თუმცა ის ადგილობრივი ბაზრიდან ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

 

17 სექტემბერს, გავრცელდა ცნობია, რომ კომპანია Coca-Cola გეგმავს გაზიანი სასმელი გამოუშვას, რომელსაც კანაბიდიოლის შემცველობა ექნება. ამ ნივთიერებას კანაფი შეიცავს. ის აყუჩებს ტკივილს, თუმცა ფსიქოაქტიური ეფექტი არა აქვს.