Renault-მა უპილოტო ელექტრომობილი EZ-Ultimo პრემიუ-კლასი წარადგინა

2018.10.03 20:22:42
Renault-მა  უპილოტო ელექტრომობილი EZ-Ultimo პრემიუ-კლასი წარადგინა

კომპანია Renault-მ პარიზის ავტოსალონში კონცეპტუალური, უპილოტო ელექტრომობილი EZ-Ultimo პრემიუ-კლასი წარადგინა. 

 

ელექტრომობილს მეოთხე დონის ავტოპილოტი აქვს, რომლის დახმარებითაც მას შერჩეული მარშრუტებისა და ქალაქის პირობებში დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია.

 

მანქანაში დამონტაჟებულია მართვის ავტონომიური კამერები, რადიოლოკაციის სისტემები და LiDAR-ის გადამცემები, რომელიც ადგილმდებარეობის სკანირებისთვის გამოიყენება. 

 

ავტომობილის სიგრძე 5.8 მეტრია. მანქანის სალონი "მისაღებ ოთახს" ჰგავს, დამზადებულია ტყავის, ხისა და მარმარილოსგან. სალონში დგას ორადგილიანი ტახტი, მაგიდა და სავარძელი.

 

მოძრაობის დროს მანქანის ინტერიერი იცვლება, მგზავრები კი გარედან არ ჩანან, რადგან ავტომობილის გარეფასადი სარკისებური ხდება.