ბრენდნიუსის რეპორტაჟი სასტუმრო აივნიდან

2018.07.24 20:38:32
ბრენდნიუსის რეპორტაჟი სასტუმრო აივნიდან

სასტუმრო აივანი თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს.

 

სადაც 1500 წლის წინ თბილისი დააარსდა, სასტუმროს გვერდს ძველთაგანვე ცნობილი, ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებული აბანოები უმშვენებს. სწორედ მისი ისტორიული ფონი ხიბლავს ტურისტებს,პორტალი ბრენდნიუსი დაინტერესდა სასტუმრო აივანის ვიზიტორებით და მათი შთაბეჭდილებებით, როგორც ჩვენს დედაქალაქზე, ასევე სასტუმრო "აივანზე".

 

 კითხვები:

 

  • რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა?
  • როგორ მოგწონთ  სასტუმრო „აივანის“ მომსახურეობა?
  • დაბინავდებოდით,  თუ  არა  ისევ  ამ  სასტუმროში?
  • როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენმა დედაქალქმა თქვენზე?

 

1.იბრაჰიმი - ლებანონი:

ყოველ წელს სხვადასხვა ადგილას დავდივართ ხოლმე სამოგზაუროდ. წელს საქართველო ავირჩიეთ. ჯერჯერობით ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარით, ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით. სასტუმროს რაც შეეხება, ნამდვილად კარგი მომსახურება აქვთ. საქართველოში მეორედ ჩამოსვლის შემთხვევაში კვლავ აქ დავბინავდებით.

2. Aruneg Srichan - ტაილანდი

საქართველოში პირველად ვარ და იმის მიუხედავად რომ ტურისტული მიზნით არ ჩამოვსულვარ, მაინც ბევრი რამ დავათვარიელე. მინდა გითხრათ, რომ არქიტექტურით მოხიბლული დავრჩი. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი ვნახე. თქვენს ქალაქში ხალხი ძალიან მეგობრულია. განსაკუთრებით ამ სასტუმროში. ამიტომაც აქაურ პერსონალთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

3. jana gajdenova - რუსეთი

თბილისში ტურისტული მიზნით გადავწყვიტეთ ჩამოსვლა და ძალიან მოგვწონს აქაურობა. შეიძლება ითქვას რომ გვიყვარს ეს ქალაქი. სასტუმროც მოგვწონს, იმის მიუხედავად, რომ დაბადების დღე არ მომილოცეს.

4. Yves Leterme - შვედეთი

აქ საქმიანი ვიზიტით ჩამოვედი, თუმცაღა ქალაქის ნახვა მაინც მომიწია და მინდა გითხრათ, რომ თბილისი კულტურისა და თანამედროვეობის არაჩვეულებრივი კომბინაციაა. სასტუმროს რაც შეეხება, ნამდვილად კმაყოფილი ვარ და თბილისში დაბრუნების შემთხვევაში კვლავ დავბინავდებოდი აქ.

5.ირინა - სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი 

აქ ქმართან ერთად ვარ ჩამოსული. ამ სასტუმროში დაბინავებას ნამდვილად არ ვნანობთ, აქაურობა ძალიან მოგვწონს. თბილისს რაც შეეხება, ულამაზესი ქალაქია.