ინოვაცია საქართველოში- უახლესი ტექნოლოგია მაგთიკომისგან

2018.05.02 11:13:00
ინოვაცია საქართველოში- უახლესი ტექნოლოგია მაგთიკომისგან

პირველად საქართველოში - მაგთიკომი ახალ ტექნოლოგიას ნერგავს.

 

VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც 4G/4.5G-LTE ქსელში შესაძლებელია განხორციელდეს მაღალი გარჩევადობის სატელეფონო ხმოვანი ზარი.

 

მას ასევე „HD Voice“-ის სახელით მოიხსენიებენ და ხმის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გულისხმობს.

 

VoLTE ტექნოლოგიას არაერთი უპირატესობა აქვს:

 

ხმის ხარისხი განსაკუთრებული სისუფთავითა და სმენადობით ხასიათდება;

 

დაკავშირების დრო საგრძნობლად შემცირებულია, დარეკვა ხდება მომენტალურად, 1-2 წამში; საუბრის პარალელურად, შესაძლებელია 4G/4.5G-LTE ქსელის მობილური ინტერნეტით სარგებლობა.

 

მომხმარებელი ამ სერვისით სარგებლობისას არ გახარჯავს ინტერნეტს (მეგაბაიტებს), ეს ცალკე ხმოვანი სერვისია, რომელიც არ უკავშირდება ინტერნეტის მოხმარებას.

 

მაგთიკომის ქსელი სრულად აკმაყოფილებს VoLTE-ის სტანდარტებს. შესაბამისად, კომპანიას შეუძლია უზრუნველყოს VoLTE-ის სერვისი ყველა მწარმოებლის თანამედროვე სმარტფონებისთვის, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მწარმოებელმა ეს ფუნქცია გაააქტიუროს კონკრეტულად საქართველოს რეგიონისათვის. დღეისათვის მაგთის ქსელში ჩართული სამსუნგისა და ჰუავეის რიგი მოდელების საშუალებით მომხმარებლები ისარგებლებენ ახალი ტექნოლოგიით, ახალი მოდელები კი პერიოდულად დაემატება ამ ჩამონათვალს.

 

მაგთიკომი პირველი და ერთადერთია საქართველოში, ვინც VoLTE ტექნოლოგია დანერგა და, შესაბამისად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტები ისარგებლებენ სერვისით.

 

„VoLTE ტექნოლოგია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სერვისის ხარისხის სრულყოფისა და მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდის მიმართულებით. მაგთიკომი, ტრადიციულად, ფეხდაფეხ მიჰყვება მსოფლიოს ტექნოლოგიურ სიახლეებს და ხშირ შემთხვევაში საქართველოში პირველი ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს“, - აცხადებენ კომპანიაში.