ქართული ბრენდის დღე რომში

2018.04.03 12:07:44
ქართული ბრენდის დღე რომში

ქართული ბრენდის დღე ემიგრანტებთან შეხვედრით დაიწყო.

 

 

ამაღელვებელი იყო მათთან ურთიერთობა, სამშობლოდან შორს მყოფი ქართველები საოცარ სითბოს გამოხატავდნენ ჩვენ მიმართ

ქართული ბრენდები, რომლებიც პროექტში მონაწილეობდნენ ხელდამშვენებული ჩავიდნენ იტალიაში.

რომის სამრევლო საკვირაო სკოლის ბავშვებს სასტუმრო "აივანის" დამფუძნებელმა, ციცინო ფუტკარაძემ  საქართველოდან ჩამოტანილი საჩუქრები გადასცა. განსაკუთრებით ქართულმა საბავშვო ილუსტრირებულმა წიგნებმა გაახარა პატარები

მოეწყო "მარიგოლდის" გათანამედროვებული სამოსის კუთხე. ასევე "მეღვინეობა ხარების" ღვინოებისა და ქართული კომპანია "ჩირჩხელას" დეგუსტაცია გაიმართა

ესთეტიკური მედიცინის ცენტრ დერმას დამფუძნებელმა, სალი სურგულაძემ ყველა იქ დამსწრე ქალბატონს 50%იანი ფასდაკლების სასაჩუქრე ბარათი გამოუგზავნა, რითაც სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ ისარგებლებენ

კლინიკა ენმედიცი ემიგრანტების ოჯახებს 50%იანი ფასდაკლების ბარათი გადასცა ამბულატორიულ მომსახურებაზე, რომლითაც შესაძლებლობა ექნებათ, მთელი წლის განმავლობაში ისარგებლონ

მათ შორის იყოს ქალთა ბედნიერების ულამაზესი და დახვეწილი საჩუქრები.ბოლო აკორდი ამ შეხვედრის გახლდათ ქართველ პოეტ და პუბლიცისტ ელგუჯა მარღიასთან შეხვედრა, მან თავისი ახალი კრებულიდან რობაიები წაუკითხრა დამსწერე საზოგადოებას, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ასევე საკვირაო სკოლის ბიბლიოთრეკას საჩუქრად გადასცა ქართველი მწერლების წიგნები

 

ციცინო ფუტკარაძე- მიხარია, რომ ამ პროექტის მონაწილე ვარ. ჩვენი კომპანია ყოველთვის დგას ქართული საქმის სადარაჯოზე, მისასალმებელია, "ქართული ბრენდის დღის" უცხოეთში გამართვის იდეა. დღეს ამ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი მოფერება, თანადგომა, ჩვენ ისინი ერთი დღით "დავაბრუნეთ სამშობლოშო".

 

სალი სურგულაძე- მომავალში ვაპირებთ, უფრო ინტენსიურად ჩავერთოთ ამ პროექტში. როგორც ვიცი, "ქართული ბრენდის დღე" უცხოეთში, არაერთ პრექტს გეგმავს, მივესალმები და მხარს ვუჭერ ამ წამოწყებას.

 

"ქართული ბრენდის დღის" დამფუძნებელი, მანანა გეგიძე- ბედნიერი ვარ, რომ "ქართული ბრენდის დღე უცხოეთში" შედგა. მე ვფიქრობ, პროექტი სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილი უნდა იყოს და აკეთებდეს კეთილ საქმეს, ასევე მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების პოპულარიზაციას უცხოეთში. ჩვენი მომავალი ვიზიტი სექტემბერში აშშ-ში იგეგმება. მადლობას ვუხდი "ქართული ბრენდის დღე იტალიაში" მონაწილე ქართულ ბრენდებს და ვიმედოვნებ, მათი ჩართულობა გამრავაფეროვნდება და გაიზრდება.

 

კლინიკა ენმედიცის გენერალური დირექტორი, კობა ბურნაძე- ჩვენი კომპანია ქველმოქმედების კვალდაკვალ- ეს ჩვენი ლოზუნგია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, მონაწილეობის მიღება. ამ პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს აშშ-ში ფართო მასშტაბიანი სამედიცინო აქცია, რომლის თანახმადაცამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს 2 დღის განმავლობაში უფასოდ მომესახურებიან ჩვენი ექიმები.

 

ქართველი პოეტი-პუბლიცისტი ელგუჯა მარღია- ძალიან ვღელლავდი, დიასპორასთან შეხვედრა ყოველთვის ემოციურია. ჩემი ლექსის ერთი სტრიქონით მაინც თუ გავუთბე გული ამ ადამიანებს, ბედნიერი ვარ. მზად ვარ, ასეთი სახის პროექტებში ჩავერთო.

 

ვიზიტის მეორე დღეს საელჩოში  გულთბილი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი კახა სიხარულიძე შეხვდა ქართული ბრენდის დღის დელეგაციას. საუბარი შეეხო შემდგომ თანამშრომლობას იტალიასთან ქართული ბრენდის დღის უფრო მასშტაბურად გამართვას. ქართული ბრენდის დღის საპატიო ჯილდო სიმბოლურად გადაეცა ბატონ ელჩს

მინდა, მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომელს სოფო ქარცივაძეს, რომელიც ამ პროექტის მომზადებაში გვიწყობდა ხელს, სამრევლო საკვირაო სკოლას, ქალბატონ ეკა კაჭარავას, რომის სამრევლოს წინამძღვარს არქიმანდრიტ იოანე ხელაიას.