„ქართული ბრენდის დღე“ იტალიაში

2018.03.19 13:02:33
„ქართული ბრენდის დღე“ იტალიაში

25-26 მარტს „ქართული  ბრენდის დღე“ იტალიაში გაიმართება, მისი პირველი გასვლა უცხოეთში  სწორედ აქედან იწყება.

 

 პროექტის მიზანია  ქართული ბრენდების პოპულარიზაცია უცხოეთში, ასევე ქართულ დიასპორასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, ემიგრანტებთან შეხვედრები  და მათი  პრობლემების  გაზიარება,თანადგომა.

 

 პირველი შეხვედრა რომის სამრევლო საკვირაო სკოლაში გაიმართება. პროგრამა ითვალისწინებს: კომპანია „მარიგოლდის“ გათანამედროვებული ნაციონალური სამოსის ჩვენებას, ქართული ღვინის კომპანია ,,მეღვინეობა ხარებასა’’ და ქართული ბრენდის „ჩირჩხელას“ დეგუსტაციას. საჩუქრების  გადაცემას ემიგრანტებისთვის , მოეწყობა „პოეზიის საათი“- შეხვედრა ქართველ რობაისტთან - ელგუჯა მარღიასთან. ასევე გაიმართება ცნობილ კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენა.

 

 ვიზიტის ფარგლებში   დაგეგმილია საქართველოს  საელჩოში საქმიანი შეხვედრა.

 

პროექტში მონაწილე ქართული ბრენდები:  საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი“, ჰოტელ„აივანი“, ,,მეღვინეობა ხარება“, კლინიკა „ენმედიცი“, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა“, „ქალთა ბედნიერება“, „მარიგოლდი“ და კომპანია „ჩირჩხელა“.

 

პროექტის სპონსორი და მხარდამჭერია   სასტუმრო ,,აივანი’’

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი

 

პროექტის  ორგანიზატორები მადლობას უხდიან : საქართველოს საელჩოს იტალიაში, რომის სამრევლოს წინამძღვარს არქიმანდრიტ იოანე ხელაიას, რომის სამრევლო საკვირაო სკოლას, ეკა კაჭარავას, ანა კაცლოევას, ნანუკა არტს.