გერმანია საქართველოთი დაინტერესდა

2018.03.16 13:01:44
გერმანია საქართველოთი დაინტერესდა

გერმანია საქართველოთი დაინტერესდა!

 

ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას 30-ზე მეტი ტელევიზიის, გაზეთისა და ონლაინ გამოცემების წარმომადგენელი დაესწრო.

 

ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა საერთაშორისო მედია-პარტნიორებს და საპარტნიორო ორგანიზაციებს შეხვდნენ, მათ შორის: Euronews, Eurosport, Discovery Channel, National Georgraphic, UNESCO.

 

გერმანული მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებით ქართული ღვინით და სამთო ტურიზმით დაინტერესდნენ.

 

"გერმანიის წამყვანი მედიასაშუალებებისთვის ჩვენ გავმართეთ სპეციალური პრესკონფერენცია და პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვენის ცნობადობის გაზრდას და მეტი ტურისტის მოზიდვას გერმანიიდა საქართველოში." -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ 2018 წლის იანვარ-თებერვალში 885 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17.2%-ით აღემატება, მათ შორის ტურისტების რიცხვმა კი 367 ათასს გადააჭარბა, ზრდა 24.9%. გერმანია პირველ ათეულში არაა, თუმცა ტურისტების რიცხვი ამ ქვეყნიდანაც 11%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2018 წელს 8 მილიონზე მეტ ვიზიტორს და მათგან $3 მლრდ-ზე მეტი შემოსავლის მიღებას ელოდება.