Apple-მა კალენდრიდან აღდგომის დღესასწაული ამოიღო

2018.02.26 11:40:28
Apple-მა კალენდრიდან აღდგომის დღესასწაული ამოიღო

ტელეარხ Fox News-ის ცნობით, iOS-ის უკანასკნელ განახლებაში 11.2.5, კალენდარში აღდგომის დღესასწაული მითითებული არ არის.

 

ჯერ-ჯერობით უცნობია, ეს ტექნიკური ხარვეზია თუ კომპანიის შეგნებული გადაწყვეტილება.

 

ამასთან, ისეთი თარიღები, როგორიც ამერიკული დროშის დღე, მადლიერების დღე და შობა შენარჩუნებულია.

 

ამას გარდა, ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიაში შესაძლებელია ჩინური, მუსულმანური და სხვა ალტერნატიული კალენდრების ჩამოტვირთვა. ქრისტიანული კალენდარი iOS 11.2.5-ში კი არ არის.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული ებრაულ კალენდარსაც აკლია, მაგალითად ებრაული ახალი წელი და სასამართლო დღე.