კოსმეტიკური ძაფების წარმოება საქართველოში

2018.02.21 13:29:08
 კოსმეტიკური ძაფების წარმოება საქართველოში

სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში დახმარებით, შპს „აპტოსი“ თბილისში, ორხევის დასახლებაში „მექანიკური ქარხნის“ მიმდებარედ, კოსმეტიკური ძაფების საწარმოს ააშენებს, რისთვისაც კომპანიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

 

ქარხნის მოსაწყობად 2 340 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და ადგილზე 75 ადამიანი დასაქმდება.

 

ცნობისთვის, შპს „აპტოსი“ 1996 წლიდან აწარმოებს სახის და სხეულის კანის გადასაჭიმ ძაფებს, რაც წარმატებით გამოიყენება როგორც პლასტიკურ და ესტეტიკურ ქირურგიაში, ასევე დერმატო-კოსმეტოლოგიაში. ახალი საწარმოს აშენებით, კომპანია წარმოების თითქმის ყველა ეტაპს გერმანიიდან საქართველოში გადმოიტანს, რითიც შემცირდება საწარმოო ციკლის დრო და გაიზრდება წარმოების მოცულობა.

 

 „აპტოსი“ 2021 წლამდე აშშ-ს, ბრაზილიის, ავსტრალიის და ჩინეთის ბაზრებზე შესვლას პროგნოზირებს.