საქართველო აბუ-დაბის საქმიანი ტურიზმის გამოფენაზე

2018.02.13 12:58:44
საქართველო აბუ-დაბის საქმიანი ტურიზმის გამოფენაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ტურიზმის გამოფენა IBTM Arabia-ში მიიღო მონაწილეობა. 

 

 

ადმინისტრაციამ გამოფენაზე წარმოადგინა როგორც საკონვენციო და საგამოფენო ბიუროები, ასევე კერძო სექტორი. 

გამოფენის ფარგლებში 150-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ტურიზმის პოტენციალი და განვითარების გეგმები განიხილეს. 

IBTM Arabia ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში იმართება. 

ქართული პროდუქციის აქტიური გაცნობა ამ გამოფენაზე საქართველომ 2014 წლიდან დაიწყო.