ბაგრატიონი 1882-ის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

2018.02.12 12:30:08
ბაგრატიონი 1882-ის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

ცქრიალა ღვინის მწარმოებელმა სს "ბაგრატიონი 1882"-მა გასულ წელს ექსპორტი 30%-ით გაზარდა

, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, მომავალ წელს კიდევ 20%-იან ზრდას გეგმავენ. კომპანიის რეალიზაციამ გასულ წელს ჯამში 1,5 მილიონი ბოთლი შეადგინა, საიდანაც 50% - ექსპორტზე, ხოლო მეორე ნახევარი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდა. "ექსპორტს რვა ქვეყანაში ვახორციელებთ, მაგრამ რეალიზაციის დიდი წილი უკრაინაზე და რუსეთზე მოდის, ამჟამად თურქეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუ ეს გარიგება შედგა, ვფიქრობ ექსპორტს კიდევ მნიშვნელოვნად გავზრდით. განვიხილავთ სხვა ბაზრებსაც, მოსკოვში ალკოჰოლური სასმელების გამოფენა "პროდექსპო 2018"-ზე წარვადგინეთ ჩვენი ღვინო", - განუცხადა Bm.ge-ს გიორგი რამიშვილმა. სს "ბაგრატიონი 1882"- ის ქარხანა თბილისში 1937 წელს აშენდა, საწარმო ამჟამად 12 დასახელების ცქრიალა ღვინოს აწარმოებს.