მანანა შეროზიას თვალის კლინიკა- ნომინაცია: ნდობა რეპუტაცია

2017.12.22 13:52:48
მანანა შეროზიას თვალის კლინიკა- ნომინაცია: ნდობა რეპუტაცია

ქართული ბრენდების პოზიციონირება რამდენიმე თვიანი კვლევების შედეგად ირკვევა.

 

 მანანა შეროზიას თვალის კლინიკას 20 დეკემბერს, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ში, რიგით მე–15  ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების  ცერემონიალზე „ქართული ბრენდის დღე 2017“  მიენიჭა ნომინაცია „ნდობა და რეპუტაცია“ . ვულოცავთ კლინიკის დირექტორს, ქ-ონ მანანა შეროზიას ამ დიდ გამარჯვებას

თვალი- პატარა,  თუმცა უაღრესად რთული და ამოუწურავი ორგანოა, რომელიც ფილიგრანული სიზუსტით მუშაობას მოითხოვს! 

 

40 წლის გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგი ,, მედიცინის დოქტორი, მისივე სახელობის თვალის კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის თვალის ჩინის ექიმი, საქართველოს ოფთალმოლოგთა და მსოფლიო ექიმ-ქალთა ასოციაციის წევრი, ქველმოქმედი, ათსობით მოზარდთა და ბავშვთა მხედველობის აღმდგენელ-დამბრუნებელი მანანა შეროზია. 

 

კვალიფიციურობა, პროფესიონალიზმი, მუდმივი სიახლეების დანერგვა პრაქტიკაში, პაციენტებისათვის ოჯახური მყუდრო გარემოს შექმნა , მათ მიმართ თბილი და თავმდაბლური დამოკიდებულება -ეს ის ღირებულებებია, რომელიც მუდამ თან სდევს  მანანა შეროზიას საქმიანობას.